LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ვასაძე ამბობს, რომ “ნამოხვანჰესის” პროტესტის ორგანიზებასთან და დაფინანსებასთან არავითარი კავშირი არ აქვს

82
ლევან ვასაძე

„საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან, რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან და დაფინანსებასთან არავითარი კავშირი არ არსებობს,“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა – „ერთობა, რაობა, იმედი“- ის დამფუძნებელმა, ლევან ვასაძემ განაცხადა.

როგორც ვასაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, მან „ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს უბრალოდ გულწრფელი მხარდაჭერა გამოუცხადა, რადგან მათ ის სახელმწიფოებრივი შეგნება გამოიჩინეს, რომელიც ქვეყნის მოხელეებს უნდა გამოეჩინათ.

„საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემი მხრიდან, არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან არ არსებობს. არც ერთი დოკუმენტი, დასტური ამ ჭორების არ არსებობს. მე უბრალოდ საჯაროდ გამოვხატე ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის, სრულიად სამართლიანი პროტესტისა.

ვთქვი, რომ ამ ხალხმა გამოიჩინა ის სახელმწიფოებრივი შეგნება, რომელიც ჩვენს მოხელეებს უნდა გამოეჩინათ და საჯაროდ მოვუწოდე ყველას, მხარი დაეჭირათ მათთვის, როდესაც ისინი თბილისში ჩამოვიდოდნენ“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძე „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით გამოდის

 

პოპულარულები