რეჟისორმა ლევან წულაძემ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მის მეუღლეზე, მსახიობ მანანა კოზაკოვაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ჭოლა და მანანა 30 წლის წინ შეუღლდნენ და დღემდე ინარჩუნებენ ოჯახურ იდილიას.
„შეგრძნება მაქვს, რომ ამ ცხოვრებას ერთად გავდივართ. ეს არ ნიშნავს, რომ ტკბილად და ბედნიერად გავიარეთ ცხოვრება.. ბუნებრივია ერთმანეთს ვგრეხდით..
დიდხანს გადაკეთება გადმოკეთებით ხარ დაკავებული, მანამ სანამ გაერკვევი ვისთან ხარ..
შემდეგ, როდესაც ეს დალაგდება, შესანიშნავია.. უცებ ხვდები, რომ სიყვარული სულ სხვა რამ ყოფილა..
სიყვარულია, როდესაც მეორეს გადაკეთება არ გინდა. როდესაც ადამიანს მიიღებ ზუსტად ისეთს როგორიც არის, უამრავი შეცდომებით და შეცდომაც ადამიანის ღირსებაა, მისი ინდივიდუალურობის ნიშანია, მერე უკვე იწყება რაღაც სხვა.
“სიყვარულია როდესაც მეორეს გადაკეთება არ გინდა”, – ლევან წულაძე.
” – რა არის სიყვარული?
– სიყვარულია როდესაც მეორეს გადაკეთება არ გინდა”, – ლევან წულაძე.Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on ოთხშაბათი, 15 თებერვალი, 2023
უფრო თბილი.. ფიქრობ, როგორ გამიმართლა. იმედი მაქვს, რომ ისიც [მანანაც] ამას ფიქრობს.. ნუ, უნდა შეეცადო, რომ შენმა მეორე ნახევარმაც ასე იფიქროს.“
როგორ აცხობს ხაჭოს პასკას მანანა კოზაკოვა: „ლევანის გაოცებას დიდად ვერ ვახერხებ…“
ფოტო: ლევან წულაძე და მანანა კოზაკოვა ბარსელონაში ისვენებენ