LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან ყიფიანზე უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ, საერთოდ როგორ იყო ეგ კაცი მინისტრი?! – ბიძინა ივანიშვილი

113

„ლევან ყიფიანზე უაღრესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ, საერთოდ როგორ იყო ეგ კაცი მინისტრი?!“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„იბერიის“ ჟურნალისტი, ვახო ხუზმიაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან დაინტერესდა, სჯერა თუ არა მას ყიფიანის ნათქვამი, რომ „ზაზა ოქუაშვილი მას მხატვრულ კითხვაში ამეცადინებდა“.

„გამოდის, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი არ არის ჯანმრთელი ადამიანი,“ – მიმართა ივანიშვილს ხუზმიაშვილმა.

ამასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ყიფიანის განმარტება არ არის სანდო.

„ეს არის ყველაზე მძიმე კითხვა. ამ კაცზე მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მაქვს მსგავსი პრეტენზიები, როგორ იყო ეს კაცი საერთოდ მინისტრი?! ჩემ დროს იყო ეგ მინისტრი. ის განცხადებები, რასაც ის აკეთებს, თუნდაც პროკურატურაში, ისეთივე ნდობას იწვევს ჩემში, როგორც ეს ჩანაწერები. უარღესად გაღიზიანებული და გაბრაზებული ვარ. რას აკეთებს, რას ყვება, ან ინტერვიუში, აბსოლუტურად არ არის შესატყვისობაში სიმართლესთან. ყიფიანს აბსოლუტურად არ ჰქონდა საშუალება ევლო ჩემთან, ან ფარცხალაძეს ევლო და მაგათი ჩხუბები მერჩია.

“როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ რაღაც ბიზნესში ვიღაცები წაეკიდნენ, მორბიან ჩემთან და მე ვარჩევ მაგათ საქმეებს? მე ამის ფუფუნება არ მაქვს. ეს მხოლოდ “რუსთავი 2”-ს სჯერა. როგორ ახსენებს ეს კაცი ჩემს სახელს საერთოდ? მართალია, პირდაპირ არ ამბობს, მაგრამ მინიშნებით შეიძლება ამის ამოცნობა. ყიფიანთან დაკავშირებით ბოლომდე თუ წაიკითხავთ მის ნათქვამს, იკვეთება, რომ ყიფიანი ოქუაშვილის ნაცვლად მივიდა ფარცხალაძესთან, შეამოწმეს, რაიმე ჩამწერი ხომ არ აქვსო, არავითარი გაუპატიურება და სარდაფი არ ყოფილა. ყიფიანმა შეაგინა, რასაც თავადვე ამბობს და ქართველი კაცისთვის შეგინებაზე რეაქცია როგორია იცით. ეს ჩანს ჩანაწერებიდან,“ – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g