მიუნხენის ”ბაიერნის” ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ გინესის რეკორდების წიგნის ოთხი სერტიფიკატი მიიღო.
22 სექტემბერს ”ვოლფსბურგთან” გამართული გიჟური თამაში რამდენიმე რეკორდით დასრულდა.
პოლონელი ბომბარდირი გინესის წიგნში შევიდა როგორც ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკის, პოკერისა და პენტ-ტრიკის გამფორმებელი, ასევე მოთამაშე, რომელიც შეცვლაზე გამოვიდა და ერთ თამაშში ხუთი გოლი გაიტანა.
ყველა ეს მიღწევა ერთ თამაშში დაფიქსირდა, რომელშიც ლევანდოვსკის გოლებმა ”ბაიერნს” 5:1 გამარჯვება მოუტანა. პოლონელი მინდორზე შესვენების შემდეგ გავიდა და პენტრ-ტრიკისთვის 9 წუთი დასჭირდა.