LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა მარტო და უჟანგბადოდ ხარ, ამინდიც ისეთი იყო როგორზეც ლოცულობდით, მალე უზარმაზარი სავსე მთვარეც ამოვიდა”- კიდევ ერთი წარმატების შესახებ ჰიმალაებიდან

140
BeFunky-collage

ქართველმა ალპინისტმა ჰიმალაის მთებში ლოთცე დაიპყრო. ის ყველაზე მაღალი მწვერვალია, რომელიც ქართველებს უჟანგბადოდ გაუვლია. ამ ფაქტის შესახებ ქართველი მთამსვლი ზურა კვეცაძე სოციალურ ქსელში წერს.

“ერთი ნაბიჯით მაღლა.

მოხარული ვარ გაცნობოთ კიდევ ერთი პატარა წარმატების შესახებ ჰიმალაებიდან. ახლა უკვე ლოთცე 8515მ. არის ყველაზე მაღალი მწვერვალი, რომელიც ქართველებს გვაქვს გავლილი უჟანგბადოდ.

14 მაისის საღამოს 05:30-ზე დავიწყე ასვლა მესამე ბანაკიდან 7100-დან, ზოგჯერ მე-4 ბანაკის გამოტოვებაც მოსულა, როცა მარტო და უჟანგბადოდ ხარ. ამინდიც ისეთი იყო როგორზეც ლოცულობდით, მალე უზარმაზარი სავსე მთვარეც ამოვიდა და მთელი ღამე, დილამდე, ლამის მწვერვალამდე მინათებდა გზას. როცა ყველაფერი შენს მხარესაა სხვაგვარად არც შეიძლება – 15 მაისის დილას 11:20ზე უკვე მწვერვალზე ვიყავი და ადგილს ვარჩევდი ჩვენი ქვეყნის პატარა დროშის ჩასარჭობად

მთაზეც აღარავინ იყო გარდა პერუელი ვიქტორისა, რომელიც შორეახლოს, უკან მომყვებოდა. მწვერვალზე დასადგომი პატარა და არაკომფორტულია, ახლა მისი ჯერია. მე დაშვება დავიწყე და დრო და დრო თვალს გავაპარებდი ხოლმე, ხომ არაფერი უჭირდა, ვიქტორი ძალიან გამოცდილი მოსიმაღლეა, მაგრამ მაინც ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მე მე-3 ბანაკში დავეშვი საიდანაც დავიწყე, ის მე-4ში.

საბაზო ბანაკში მესამე დღეს დავბრუნდი სადაც არავინ დამხვდა თუმცა არაუშავს, საზეიმო ტორტს ერთად გავჭრით სამშობლოში დაბრუნებისას

განსაკუთრებული მადლობა:

საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაცია ს და მის პრეზიდენს და ახლა უკვე ჩემს უფროს მეგობარს Avtandil Tsintsadze

მეგობრებს რომლებიც ამ ყველაფერში დამეხმარნენ

და Saba Kvavilashvili ს უჩვეულო მაგრამ ლამაზი კადრებისთვის”, – წერს ზურა კვეცაძე ფეისბუქში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები