რობერტ ლევანდოვსკი – ბუნდესლიგის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც სეზონში ყველა მეტოქეს გაუტანა.
პოლონელის 22-ე გოლი მიუნხენის „ბაიერნს“„დარმშტადტის“ დამარცხებაში (3:1) და რეკორდის დამყარებაში დაეხმარა.
მიუნხენელთა თავდამსხმელმა მატჩის მესამე გოლი გაიტანა. ეს 21-ე ჩატარებულ შეხვედრაში მისი 22-ე გატანილი გოლია და ამით ლევანგოლსკი ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ყველასთან გაიტანა.
„ბაიერნმა“ კი საშინაო მატჩებში დაგროვებული ქულების (33) და ბურთების სხვაობის (+33) რეკორდი დაამყარა.