LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus-ის ახალ კუპეზე გიჟური მოთხოვნაა

28

Lexus-ის იაპონელმა დილერებმა ერთ თვეში ახალ, ორ კარიან LC 500-ზე 1800 შეკვეთა მიიღეს.

კუპესა და მისი ჰიბრიდული ვერსიის გაყიდვები იაპონიაში 2017 წლის 16 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის სტანდარტულ Lexus LC 500-ზე ათასი შეკვეთა, ხოლო LC 500h-ზე 800 მოთხოვნაა გაკეთებული. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, იაპონიის ბაზარზე თავდაპირველი გაყიდვების გეგმა თვეში მხოლოდ 50 მოდელს შეადგენდა.

იაპონიაში უკანაამძრავიანი კუპე 5.0 მოცულობის V8 ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 477 ცხენის ძალას ავითარებს, ხოლო ჰიბრიდი 3,5 ლიტრიანი V6 და ელექტროძრავებით არის წარმოდგენილი

Lexus LC 500-ის ფასი 13 000 000 იენია, LC 500h კი 13 500 000 იენი ღირს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები