კომპანია Lexus-მა წარმოადგინა კონცეპტუალური ავტომობილი GX Off-Road, რომელიც იგივე სახელის ყველგანმავალის ბაზაზეა აწყობილი. სიახლე სპეციალურად იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისაც განსაკუთრებულად რთულ ადგილებში უყვარს მოგზაურობა.
სტანდარტული ყველგანმავალისგან მოდელი რეგულირებადი სპორტული ამორტიზატორით, ძლიერი ბამპერით, დამატებითი განათებით და მზის პანელით გამოირჩევა. გარდა ამისა, ავტომობილს მძლავრი, 18 დიუმიანი საბურავებიც „ჩააცვეს“.
პროტოტიპმა საბუქსირე სისტემაც მიიღო და მისი მუშაობის შეფასება ცოტა ხნის წინ გავრცელებულ თიზერშია შესაძლებელი.
სიახლის შეთვალიერებას საზოგადოება კოლორადოს შტატში გამართულ ავტოსალონზე 21 ივლისს შეძლებს.