LG-ს Q-ხაზში ახალი, რიგით მერვე თაობის წარმომადგენელი გამოჩნდა. ვიზუალურად სმარტფონი LG V20-ს ჰგავს, რომლის პრეზენტაციაც ამ დღეებში შედგა.
სიახლე აღჭურვილია 5,2 დიუიმიანი დისპლეით და აქვს დამატებითი ეკრანიც. სმარტფონს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება აქვს, ხოლო ხარისხიან ხმაზე Hi-Fi DAC-ის ტექნოლოგია „აგებს პასუხს“.
მოწყობილობა წყალ და მტვერგაუმტარია. 1,5 მეტრის სიღრმეზე ნახევარი საათის განბმავლობაში სმარტფონი თავისუფლად ძლებს. რაც შეეხება კამერას, ძირითადი კამერა ორმაგია (13+5 მეგაპიქსელიანი).
LG Q8 გაყიდვები ივლისის ბოლოს დაიწყება და 599 დოლარი ეღირება.