LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს… ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ“ – რას პასუხობს თბილისის მერიის განცხადებას ნინი დედალამაზიშვილი

220
ნინი დედალამაზიშვილი

20 ოქტომბერს დაგეგმილ, „მგზავრების“ კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით თბილისის მერიის განცხადებას, ჯგუფის სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და, ნინი დედალამაზიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს“ – თბილისის მერიის ცნობით, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება

„ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს. არსებობს სწორი და არასწორი.

ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ“, – წერს ნინი დედალამაზიშვილი.

ლიბერალური ფაშიზმი არ არსებობს:) არსებობს სწორი და არასწორი. ჩვენი მომავალი ევროპაშია და ვერანაირი გლობალური ომის პარტიის შიშით ამ სულისკვეთებას ვერ შეაჩერებთ🇬🇪🇪🇺

Posted by Nini Dedalamazishvili on ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი, 2024

ცნობისათვის, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ დაგეგმილი კონცერტი აღარ გაიმართება.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს თბილისის მერიაც, განცხადებაში წერია: „სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები