LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინი დედალამაზიშვილმა დაბადების დღის ტორტი თამარ ჩერგოლეიშვილსა და გიგა ბოკერიასთან ერთად ჩააქრო

322
ნინი დედალამაზიშვილი

ნინი დედალამაზიშვილმა ახლახან დაბადების დღე აღნიშნა. „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის და, რომელიც მეუღლესა და შვილებთან ერთად ახლახან დაბრუნდა ხორვატიიდან, პოლიტიკურ კამპანიაში ჩაერთო. ის გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის გუნდს შეუერთდა და როგორც თავად ამბობს, ცვლილებებისთვის იბრძოლებს. 

ვიდეო: გიგი დედალამაზიშვილის და პოლიტიკაში მიდის: „ვიბრძოლებ ცვლილებებისთვის!..“

დაბადების დღეზე მის ტორტზე ციფრი ორიანი ეწერა და ტორტის ჩასაქრობად თანამებრძოლები, გიგა ბოკერია და თამა ჩერგოლეიშვილი მიიწვია. 

მან ტორტი შეკრებილი სტუმრების აპლოდისმენტების ფონზე ჩააქრო. 

როგორ შეხვდა ოჯახი ნინი დედალამაზიშვილის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას: „ყველა ჩემს ახლობელს თუ მეგობარს ვეუბნები, რომ უპირობო მხარდაჭერას არავისგან მოვითხოვ…“