LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეხვდა ოჯახი ნინი დედალამაზიშვილის პოლიტიკაში წასვლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას: „ყველა ჩემს ახლობელს თუ მეგობარს ვეუბნები, რომ უპირობო მხარდაჭერას არავისგან მოვითხოვ…“

327
ნინი და გიგი

გიგი დედალამაზიშვილის და – ნინი დედალამაზიშვილი, პოლიტიკაში მიდის. ნინი პროდიუსერია და მას საზოგადოება სხვადასხვა პროექტიდან იცნობს. ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად ხორვატიაში ცხოვრობდა და სამშობლოში სწორედ ამ მიზნით დაბრუნდა. ის თავის გეგმებზე ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.

ნინი დედალამაზიშვილი:

აქამდე, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩეველი და პროექტების მხარდამჭერი ვიყავი, რადგან ეს გუნდი ძალიან მომწონს და მასთან შინაარსი მაკავშირებს. მათი ღირებულებები ჩემთან ყველაზე ახლოსაა…

ვიდეო: გიგი დედალამაზიშვილის და პოლიტიკაში მიდის: „ვიბრძოლებ ცვლილებებისთვის!..“

პირადად შენი თუ ოჯახის წევრების საქმიანობის გამო საზოგადოების მხრიდან სიყვარულს ხარ მიჩვეული. პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ ხშირია ხოლმე კრიტიკა და ნეგატიური დამოკიდებულებებიც ჩნდება, ამისთვის მზად ხარ?

ბუნებრივია და მე ამისთვის მზად ვარ. თუმცა, მე პოლიტიკაში ყოფნა ზუსტად იმიტომ მინდა, რომ იმ ცვლილებების მონაწილე გავხდე, რომელსაც ადამიანები დადებითი კუთხით საკუთარ თავზე განიცდიან. ჩვენი გუნდის არსებობით მათი პრობლემები უნდა მოგვარდეს. ის, რაც დღეს ხდება და ის, რასაც მედიისგან ვისმენთ, საზოგადოებას საერთოდ არ აინტერესებს. ყველამ ვიცით, რომ ფოკუსში ადამიანების პრობლემები უნდა იყოს და არა პოლიტიკოსების დაპირისპირებები. ჩვენ ზუსტად ამომრჩევლების პრობლემების გადაჭრასა და მოგვარებას ვაპირებთ. ვინც პოლიტიკაში მიდის, ის კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ როგორი პოლიტიკოსიც ხარ და როგორც ზრუნავ შენს თანამოქალაქეებზე, ზუსტად ისეთი უკურეაქცია მოდის მათგან. სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ პოლიტიკას არ უნდა გაეკარო, მცდარია, რადგან ზუსტად ეს ტოვებს ჭაობში ჩვენს ქვეყანას.

მე ჩემს ცხოვრებას პოლიტიკას ვუკავშირებ, თუმცა, თანამდებობაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოვიყენო ისეთი საქართველოსთვის, როგორში ცხოვრებაც ძალიან გამიხარდება. ეს იყო ჩემი საქართველოში დაბრუნების მიზეზიც.

როგორ შეხვდა ოჯახი შენს გადაწყვეტილებას?

პატივისცემით. ჩვენ ერთმანეთის გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ. ზრდასრული ადამიანები ვართ და ეს ბუნებრივია. ისიც ბუნებრივია, რომ ამ პროცესს ღელვა ახლავს თან, მაგრამ მე ყველა ჩემს ახლობელს თუ მეგობარს ვეუბნები, რომ უპირობო მხარდაჭერას არავისგან მოვითხოვ. მინდა, ყველა დაამკვიდრეს და გულწრფელად გახდნენ ჩვენი ამომრჩევლები.

პოპულალურები