LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი „მზერა“ განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

675
ლიბერთი

ცოტა ხნის წინ ლიბერთისა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრს „მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებაზე მნიშვნელოვან შეღავათებს მიიღებენ.

დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი:

– უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვა ლიბერთის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენს ბანკში წარმატებით მიმდინარეობს სოციალური პროექტები, რომლებიც მორგებულია სოციალური სარგოს მიმღები ადამიანების საჭიროებებზე. ამ პროექტების მიზანია, რომ უფროსი თაობის წარმომადგენლებს გავუმარტივოთ და შევუმსუბუქოთ ყოველდღიურობა, უფრო კონკრეტულად, ლიბერთი პარტნიორ, მსხვილ კომპანიებთან ერთად უფროსი თაობის ადამიანებს გარკვეულ ფასდათმობებს სთავაზობს იმ პროდუქტებსა და სერვისებზე, რომლებიც მათი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

მოხარულები ვართ, რომ ჩიჩუების სამედიცინო ცენტრთან „მზერა“ მემორანდუმი გავაფორმეთ. მოლაპარაკების თითოეული ეტაპი საკმაოდ პოზიტიურად და წარმატებით წარიმართა. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მქონე პირები „მზერაში“ თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას სპეციალური ფასდაკლებით მიიღებენ. იმედი გვაქვს, სამომავლოდ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ლიბერთის ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში.

თორნიკე ოთიაშვილი, ჩიჩუების სამედიცინო ცენტრის „მზერა“ ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი:

– ლიბერთისთან თანამშრომლობის ფარგლებში, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, პენსიონერებს, ყოველ შაბათ დღეს, ორი გავრცელებული დაავადების სკრინინგს ვთავაზობთ, საუბარია კატარაქტასა და გლაუკომაზე. ეს ორი დაავადება „მზერას“ ექიმთა გუნდის  მიერ სპეციალურად შეარჩია. კატარაქტა ასაკობრივი დაავადებაა და უფროსი თაობის წარმომადგენლებს აწუხებთ. რაც შეეხება გლაუკომას, ის, ალბათ, ერთ-ერთი ვერაგი დაავადებაა, რადგან ადამიანი ვერ ატყობს, რომ მხედველობა უუარესდება, აკლდება, ვიდრე მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს არ მიაღწევს, ასეთ დროს კი მხედველობის აღდგენა უკვე შეუძლებელია.

ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, ლიბერთისთან თანამშრომლობა ცალსახად მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, შემიძლია გაცილებით უფრო მარტივად და ხელმისაწვდომად დავეხმარო უფროს თაობის იმ წარმომადგენლებს, რომლებსაც ეს დახმარება მართლა სჭირდება, მეორე მხრივ კი, ლიბერთი გვეხმარება სწრაფად მივიტანოთ ინფორმაცია ხელმისაწვდომი მომსახურების შესახებ ჩვენს ბენეფიციარებთან

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კატარაქტისა და გლაუკომის სკრინინგი სრულიად უფასოა. მთავარია, პაციენტები კლინიკაში ჩაეწერონ ცხელი ხაზის გამოყენებით და შემოწმებაზე მობრძანდნენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და ლიბერთის სოციალური ბარათით. აქვე დავამატებ, სწორედ ლიბერთისთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებას, რომ მიღმა სკრინინგისა, ამ ხალხს ის კვლევები, რომლებიც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებშიც კი იაფი არ არის, დიდი ფასდაკლებით შევთავაზოთ.

თორნიკე, მას შემდეგ რაც პროგრამა ამოქმედდა, როგორია მომართვიანობა?

– მომართვიანობა საკმაოდ მაღალია, რადგან ამ დაავადებებით ბევრი ადამიანია შეწუხებული. მომართვიანობაა, როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან, არანაირი შეზღუდვა არ ვრცელდება. მთავარია, პაციენტი წინასწარ ჩაეწეროს ჩვენს კლინიკაში. ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 11 77 11.

– დაჯი, კიდევ რა არის საჭირო იმისთვის, რომ სოციალური ბარათის მფლობელმა ლიბერთის სოციალური პროექტით ისარგებლოს?

– მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტის და მომსახურების ღირებულების გადახდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით (ლიბერთის სოციალურ ბარათზე გამოსახულია საქართველოს დროშა) ლიბერთის ტერმინალზე.

– და ბოლოს, იქნება თუ არა „მზერასთან“ ლიბერთის პარტნიორობა გრძელვადიანი?

– ლიბერთის სოციალური პროექტების ფარგლებში, პარტნიორ კომპანიებთან წარმატებული, გრძელვადიანი თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ პროექტის შედეგიანობას, სწორედ მასზეა დამოკიდებული პროექტის ხანგრძლივობა. ჩვენი მთავარი მიზანი ჩვენი აუდიტორიის დაკმაყოფილება და მისთვის ყოველდღიურობის გაუმჯობესება და გამარტივებაა.