LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშემოდგომო შეთავაზებები ლიბერთის კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში

831
ხათუნა ჭელიძე

ლიბერთი, კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში, მომხმარებლებისთვის ახალი პროდუქტების შეთავაზებას აგრძელებს. ბანკის მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულება სესხებს შემოსავლებზე და საჭიროებებზე მორგებული პირობებით გასცემს.

ხათუნა ჭელიძე, ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

– უკვე ორ წელზე მეტია, რაც ლიბერთიში მიმდინარეობს კამპანია „გაზარდე შენი ბიზნესი“, რომელიც მოიცავს ბიზნეს და აგრო კლიენტების დაკრედიტებას. მოგეხსენებათ, შემოდგომა აქტიური სეზონია როგორც ბიზნესისთვის, ისე აგრომეურნეობებისთვის. აგრომეურნეებს სწორედ ახლა სჭირდებათ ფინანსური მხარდაჭერა მოსავლის ასაღებად, დასაბინავებლად, საგაზაფხულო მოსამზადებელი სამუშაოების დასაწყებად. ფინანსურ რესურსებზე წვდომა ასევე მნიშვნელოვანია სამომხმარებლო მიზნებისთვის. შესაბამისად, ჩვენი მთელი გუნდი, ლიბერთის მიკრო და მცირე ბიზნესის დეპარტამენტი, მზად ვართ, ეს მომსახურება გავწიოთ.

– რა ტიპის და რა მოცულობის შემოსავლები უნდა ჰქონდეს მომხმარებელს ლიბერთიში ბიზნეს სესხის ასაღებად?

– სესხი მას შემდეგ გაიცემა, რაც კლიენტი დააფიქსირებს მოთხოვნას, შეავსებს სესხზე განაცხადს და ჩვენი ბანკირები მის შემოსავლებსა და ხარჯებს შეისწავლიან. შემოსავლების მოცულობაზე განსაკუთრებული შეზღუდვა არ გვაქვს, თუმცა გააჩნია, რა მოცულობის და  მიზნობრიობისთვის სჭირდება მომხმარებელს თანხა.

– რას ნიშნავს მომხმარებელზე მორგებული პირობები?

– მორგებულ პირობებში ვგულისხმობთ, ერთი მხრივ, კლიენტის საჭიროებების და შემოსავლების გათვალისწინებას და მეორე მხრივ, სესხის მოქნილად გადახდას, რადგან კლიენტისთვის, ფინანსურ რესურსთან ერთად, დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. საშეღავათო გრაფიკები მნიშვნელოვანია როგორც აგრო შემოსავლების მქონე კლიენტებისთვის, შეიძლება ითქვას უფრო მეტადაც, ასევე სეზონური, ინდუსტრიული ბიზნესებისთვის. ჩვენ აგრო შემოსავლების მქონე კლიენტებს შეგვიძლია მივცეთ 11 თვემდე საშეღავათო პერიოდი როგორც თანაგადახდით, ისე ნულოვანი გადახდით, ინდუსტრიული და სეზონური ბიზნესების მქონეებს კი – 9 თვემდე. მაგრამ ჩვენი ასეთი შეთავაზება არ ნიშნავს, რომ საშეღავათო პერიოდით გრაფიკს ცალსახად ყველა კლიენტს ავუგებთ. შემოსავლების და ხარჯების შესწავლა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ რომელ თვეშიც რისი გადახდის შესაძლებლობა აქვს კლიენტს, ისეთი გრაფიკი ავუგოთ, ასევე, ასიმეტრიულად, ანუ ცვლადი გრაფიკი მორგებული იქნება მისი გადახდის უნარზე. მხოლოდ სესხის გაცემა არ არის და არც არასდროს ყოფილა ჩვენთვის მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ თანხა მომხმარებელმა მიზნობრივად სწორად გახარჯოს და შეძლოს მისი უკან დაბრუნება ისე, რომ პრობლემა არ შეექმნას მეურნეობასა და ბიზნესში.

– მოდით სწორედ მიზნობრიობის მნიშვნელობას ჩავუღრმავდეთ და სესხების მოცულობაზეც ვისაუბროთ, ასევე, საჭირო არის თუ არა უზრუნველყოფა?

– ჩვენი კამპანია „გაზარდე შენი ბიზნესი“ მოიცავს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ განაცხადი 50 000 ლარამდე სესხზე. ამ ტიპის სესხზე როგორც ბიზნეს, ისე აგრო შემოსავლების მქონე კლიენტებისთვის არანაირი უზრუნველყოფა და არც თავდებობა არ მოითხოვება. ზუსტად ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კლიენტს სწრაფად მოვემსახუროთ და განაცხადის მიღებიდან, მაქსიმუმ, ერთ დღეში გავატანოთ მას საჭირო თანხა.

– როგორი ფორმით უნდა დააფიქსიროს მომხმარებელმა სესხის აღების სურვილი – ბანკში მოსვლით, თუ დისტანციურად?

– ჩვენს მომსახურებაში სიახლეებს, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვნერგავთ, რათა კლიენტს გაუმარტივდეს ჩვენთან ურთიერთობა და ნაკლებად დასჭირდეს ბანკში ვიზიტი. განაცხადის შევსება შეიძლება ნებისმიერ ადგილზე. ჩვენი მოქნილობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადგილზე მივდივართ კლიენტთან, იქვე ვატარებთ მისი ბიზნეს, თუ აგრო შემოსავლის ანალიზს. მას მხოლოდ ერთხელ, სესხის აღების დროს შეიძლება დასჭირდეს ბანკში მოსვლა. თუმცა ამ კუთხითაც ვპირდებით კლიენტებს სიახლეს, მალე მათ მომსახურებას დისტანციურადაც შევძლებთ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ონლაინ, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ განაცხადის შევსება.

– როგორ ფიქრობთ, რა უპირატესობით გამოირჩევით ბაზარზე და რამდენად კონკურენტული და განსხვავებული შეთავაზებები გაქვთ?

– მთავარი და პირველი, რასაც ხაზს გავუსვამდი, არის ჩვენი თანამშრომლები. მათი პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება საქმისა და მომხმარებლების მიმართ. ისინი ცდილობენ, კლიენტებს მაქსიმალურად გაუმარტივონ სესხის აღების პროცესი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ინფრასტრუქტურული ქსელი, გვაქვს 365 წერტილი, საიდანაც ჩვენს კლიენტებს ვემსახურებით და ვპირდებით მომხმარებლებს, რომ კიდევ უფრო ახლოს მივალთ მათთან, გავფართოვდებით, რათა გაუმარტივდეთ მომართვიანობა და ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა. ჩვენი მომსახურება ყოველთვის იქნება გამჭვირვალე და პასუხისმგებლობიანი, შევეცდებით, მომხმარებლებს მუდამ კონკურენტუნარიანი ფასებიც შევთავაზოთ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ბაზარზე, კამპანიის „გაზარდე შენი ბიზნესი“ ფარგლებში, რა მოცულობის სესხებიც ვახსენე, ნამდვილად კონკურენტუნარიანია და აუცილებლად შევინარჩუნებთ ამ ნიშას ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები