ლიბიაში გაუჩინარებული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს უფროსმა განაცხადა, პირველადი ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, პასუხი კი, ხვალ იქნება.
თუმცა, თამარ იოსელიანი ამბობს, რომ ცხედარი უკვე ამოიცნეს.
დავით რაზმაძის ცხედარი ნავსადგურში იპოვეს. 23 წლის ახალგაზრდა ლიბიაში ნაოსნობისას დაიკარგა.