ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ლიეტუვა საქართველოს 15 000 დოზა კოვიდვაქცინას გაუგზავნის. როგორც გავრცელებულ განცხადებაში წერია, ლიეტუვის მთავრობის მიერ გამოყოფილი ვაქცინების 200 000 დოზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის არის განკუთვნილი.
„ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას – 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან“, – წერს ლანდსბერგისი.
As good as our word: 🇱🇹 govt just confirmed 200.000 vaccines to EaP countries. Starting with 🇺🇦 – 100k vaccines, 🇬🇪 – 15k and Moldova 🇲🇩- 11k. Small step by LTU, hopefully our partners in Europe will join in solidarity with many more!
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) May 14, 2021