ლიეტუვამ რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტი შეწყვიტა. BBC-ის ინფორმაციით, ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვიდან გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის შესყიდვები, უკრაინისთვის “სოლიდარობის” გამოსახატად და “რუსული ომის მანქანის” დაფინანსების შესამცირებლად ჩერდება.
იგი იმედოვნებს, რომ ელექტროენერგიის მოთხოვნების დაკმაყოფილება ადგილობრივი მწვანე ენერგიის წარმოებით შეიძლება.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუხედავად, რუსეთი საწვავის მიწოდებას ევროპის მრავალი ქვეყნისთვის აგრძელებს.