LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიფტი არ მუშაობდა და “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ – ადვოკატი

maxresdefault

სამშენებლო კომპანია „ლ ჯგუფის“ დირექტორის გრიგოლ ჭანტურიას და დიდ დიღომში დაზარალებული მოსახლეობის ადვოკატის ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, „ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს გამოძახებისას კორპუსი არ შეუმოწმებიათ.

მისი თქმით, თანამშრომლებს როდესაც უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ მეცხრე სართულზე ფეხით ასვლა და შემოწმება დაეზარათ.

„სამწუხაროდ, „ყაზტრანსგაზი” არ აპირებს საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და დაზარალებულები დააკმაყოფილოს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მათ წინააღმდეგ სარჩელი შევიტანოთ. გაჟღერდება ორი სასარჩელო მოთხოვნა – მატერიალური და მორალური კუთხით. სათითაოდ დავითვლით, რა მატერიალური ზიანი მიადგა. რაც შეეხება მორალურ ზიანს, აქ ალბათ, სადავო არაფერი იქნება. დაახლოებით 70 ოჯახს უშუალოდ შეეხო ეს ტრაგედია. ძალიან ბევრ ადამიანს შეერყა ჯანმრთელობა.

“ყაზტრანსგაზის” განცხადებებში მხოლოდ სამძიმარზეა საუბარი. მე მათ მოვუწოდებ, დაიწყონ ჩვენთან დიალოგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი დღის სინათლეზე გავა. დაზარალებულების პროტესტი გამოწვეული იმით, რომ კომპანია მათ არანაირ ყურადღებას არ აქცევს. მშენებელი კომპანია მშენებლობის პროცესში იძახებს “ყაზტრანსგაზს”, რომელიც თავისი აღჭურვილობით მიდის და გაჰყავს ქსელი პროექტის მიხედვით – სად გავა მილი, სად იქნება მრიცხველი, შემდეგ ამაზე პასუხისმგებლობა “ყაზტრანსგაზს” აქვს აღებული. როდესაც მათ თანამშრომლებს უთხრეს, რომ ლიფტი მეცხრე სართულამდე ვერ ადის, მათ დაეზარათ მეცხრე სართულზე ასვლა და შემოწმება. ეს წმინდა წყლის გულგრილობაა,” – განაცხადა ადვოკატმა.

16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი. ამ ეტაპზე საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი რჩება, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.