LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ჭკუასელი: „ფეხბურთის ფედერაცია ფინალის ბილეთებს გადასცემს ორივეს..ამისთვის მადლობა ზურა ხიზანიშვილს და ფედერაციას“

892
ბავშვებბი

ბავშვებს, რომლებიც 5 საათით ადრე შეიპარნენ დინამოს სტადიონზე თამაშის საყურებლად, ფეხბურთის ფედერაცია ფინალის ბილეთებს გადასცემს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიკა ჭკუასელი წერს.

„ვიპოვე ერთ-ერთი ბავშვის დედა.

მადლობა Nino Darso-ს.

ეროვნული ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფინალის ბილეთებს გადასცემს ორივეს და ამისთვის მადლობა ზურა ხიზანიშვილს და ფედერაციას,“ – წერს ლიკა ჭკუასელი.

ილია წიქარაშვილი და ლუკა ყურაშვილი – ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც სტადიონზე შეიპარნენ და რომელთა ვიდეოც ინტერნეტ-ჰიტად იქცა.

ზურგჩანთიანი სკოლის მოსწავლეები საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის სანახავად „დინამო არენაზე“ გისოსებიდან თამაშის დაწყებამდე 5 საათით ადრე შეიპარნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g