LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „გილოცავთ!“ – პრეზიდენტის ემოციები ისტორიულ მატჩზე

208
სალომე ზურაბიშვილი

2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩს, სადაც საქართველომ ლუქსემბურგი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმიანება.

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში ითამაშებს

პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს „დინამო არენაზე“ გადაღებულ ფოტოებს, რომლებშიც ჩანს, როგორი ემოციებით ადევნებდა ის თვალს თამაშის მიმდინარეობას.

„გილოცავთ!“ – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: ბუდუ ზივზივაძე მიმართვას აქვეყნებს

გილოცავთ! 🇬🇪

Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ხუთშაბათი, 21 მარტი, 2024

ცნობისათვის, 21 მარტს „დინამო არენაზე“ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს უმასპინძლა.

ისტორიული მატჩი ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

პირველ ტაიმში ანგარიში 41-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის გოლით გაიხსნა. ქართველმა ფეხბურთელმა მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა და საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანა.

კახა კალაძე: „ვულოცავ ჩვენს საამაყო ბიჭებს, ვულოცავ მთელ საქართველოს!კიდევ ბევრი წარმატება გვეზეიმოს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები