LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკა ევგენიძე: „მეპატრონემ მკაცრად განაცხადა, რომ პირადი მიზეზით არ მოგვაქირავებს ბინას ამ ოჯახისთვის… არ ვიცი, რა ვთქვა! ღამე რა გულით გძინავთ, ადამიანებო?“

542
ლიკა ევგენიძე

ტელესახე ლიკა ევგენიძე, რომელმაც გაჭირვებაში მყოფ ოჯახს ბინის დასაქირავებლად ფული შეუგროვა, სამწუხარო ამბავს ავრცელებს. ის წერს, რომ ბინის მეპატრონემ უკანასკნელ მომენტში უარი უთხრა ბინის მიქირავებაზე.

„ნათია და ბავშვები დღეს უნდა გადაგვეყვანა ახალ ბინაში. მეპატრონეს შევუთანხმდით ყველაფერზე, 1 წლის თანხას ხელშეკრულების საფუძველზე ვურიცხავდით.

მაგრამ მოხდა ძალიან არაადამიანური ფაქტი. ჯერ იყო და ავეჯს გავიტანთ და თქვენი ავეჯი შეიტანეთო. ჩვენ დავთანხმდით და ყველაფრის შეძენას ვაპირებდით და შემდეგ

მეპატრონემ მკაცრად განაცხადა, რომ პირადი მიზეზით არ მოგვაქირავებს ბინას ამ ოჯახისთვის…

არ ვიცი რა ვთქვა!  ღამე რა გულით გძინავთ, ადამიანებო?

ისე მიხაროდა ამდენი კეთილი ადამიანი რომ გამოჩნდა მათ დასახმარებლად, თუმცა გზად უსინდისოებიც შეგვხვდნენ…

ისევ ვეძებთ ბინას ბორჯომში! ვიქირავებთ 1 წლით!

აქ ცხოვრობენ ილია და თავის ძმა დედასთან ერთად…“

ლიკა აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, როგორ პირობებში ცხოვრობს ოჯახი.

ფოტო: ლიკა ევგენიძემ, მეგობრების დახმარებით, უკიდურესად გაჭირვებული შვიდი წლის ილიასა და მისი ოჯახისთვის ბინის დასაქირავებლად თანხა შეაგროვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები