LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკანსა და ლაფანყურში ხანძრები ლიკვიდირებულია

89

ლიკანსა და ლაფანყურში ხანძრები ლიკვიდირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას  საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ლაფანყურში 2 ჰექტრამდე ბალახი დაიწვა, ადგილზე 25-მდე მეხანძრე-მაშველი იმყოფებოდა, ვიდრე ხანძრის კერების სრული ლიკვიდაცია არ დაფიქსირდა.

რაც შეეხება ლიკანს, იქ გუშინ ტორფს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე ღია ცეცხლის კერები არ არსებობდა, თუმცა იყო დაკვამლიანება. ადგილზე 50 მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g