LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიკანში ხანძარი ლიკვიდირებულია, სვანეთში კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

45
ხანძარი სს

ლიკანში ხანძარი ლიკვიდირებულია, სვანეთში კი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილი აცხადებს.

მისი განმარტებით, ლიკანში გრძელდება აქტიური მონიტორინგი, რათა კლიმატური ვითარების გამო გართულება არ იყოს, რაც შეეხება სვანეთში გაჩენილ ხანძარს, თემურ მღებრიშვილის თქმით, ღია კერები რჩება, თუმცა ვითარება კონტროლირებადია.

„სვანეთში ხანძარი რთული იყო მისადგომად, ადგილობრივები როგორც აცხადებენ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა ხანძარი, მეხანძრეებმა მიაღწიეს შემთხვევის ადგილზე და ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ღია კერები რჩება, თუმცა კონტროლირებადია“,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები