LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლიკას მდგომარეობა დღითი დღე უკეთესდება, ბავშვიც კარგად არის“ – რას ჰყვება აბაშაში ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძის ოჯახის ახლობელი

4457
ლიკა კუჭუხიძე

24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უკეთესდება – ამის შესახებ „ფორტუნას“ ლიკა კუჭუხიძის ოჯახის ახლობელმა განუცხადა.

„მეგობრებო, თხოვნაა გააზიაროთ ვისაც გული შეგტკივათ ყველამ ერთობლივად ვილოცოთ ლიკას(ანასტასიას) გადასარჩენად“ – სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი ვრცელდება

როგორც ლიკა კუჭუხიძის ოჯახის ახლობელი აღნიშნავს, ასევე კარგად არის მუცლადმყოფი ბავშვიც.

„ამ ეტაპზე ლიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, მაგრამ არის იმედები. რაც შეეხება ბავშვის მდგომარეობას, ისიც კარგად არის. ამ ეტაპზე საშიში არაფერი არ არის.

ლიკას თავი აქვს დაზიანებული და ხელი აქვს მოტეხილი. ხერხემალი მთელი აქვს, 9-12 მალა აქვს გატეხილი გულ-მკერდის ადგილი, სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგად მიდის და მისი მდგომარეობა დღითიდღე უკეთესდება. ლიკა კომაში არ ყოფილა, უბრალოდ აძინებენ“, – უთხრა „ფორტუნას“ ოჯახის ახლობელმა.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.

„რატომ დააშორე უფალო ეს ბედნიერი ბავშვები ერთმანეთს“ – სამტრედია-აბაშის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 19 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა

„ახლახან შექმნა ოჯახი, ცოლი კი ამ დრომდე საავადმყოფოშია“ – ვინ არის 19 წლის ბიჭი, რომელიც აბაშაში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა

„უფლის იმედი გვაქვს, მთელი საქართველო ამ ბავშვისთვის ლოცულობს…“ – როგორია აბაშაში, ავარიის დროს დაშავებული ლიკა კუჭუხიძის მდგომარეობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g