LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლილია, ჩვენი ლამაზი , ცისფერთვალება გოგო… ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, სკოლას…“ – ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

662
ზუგდიდის N2 სკოლის სამძიმარი

ზუგდიდის მერაბ კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის საზოგადოება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მათი მოსწავლის, ლილე ჯიჭონაიას გარდაცვალების გამო.

სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები და მოსწავლეები თანაუგრძნობენ ლილე ჯიჭონაიას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

„ამ უმძიმეს ჟამს სიტყვები უძლურია იმ უზარმაზარი ტკივილისა და მწუხარების გადმოსაცემად, რასაც განვიცდით მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება.

ლილია, ჩვენი ლამაზი , ცისფერთვალება გოგო დიდი და უსაზღვრო ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის, რაც ამოუვსებელ ჭრილობას ტოვებს ჩვენს გულებში. ვგლოვობთ იმედების, ოცნებებისა და მომავლის ნაწილს.

ამ მძიმე წუთებში ერთიანობა და ურთიერთთანადგომა ყველაზე მეტად გვჭირდება. ვუსამძიმრებთ ლილიას ოჯახს, ახლობლებს, სკოლას. ლილია! შენი ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში. მშვიდად განისვენე მარადისობაში“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g