LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა

477
lilo moli

„ლილო მოლის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თენგიზ გავაშელი გარდაიცვალა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.

“სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი “ლილო მოლი” ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს კომ­პა­ნი­ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის ბა­ტონ თენ­გიზ გა­ვა­შე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. მისი ღვაწ­ლი კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გა­ნუ­ზო­მე­ლია.“ ლილო მო­ლის” დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი და თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი უსამ­ძიმ­რებს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს ბა­ტო­ნი თენ­გი­ზის გარ­დაც­ვა­ლე­ბას.” – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

რეესტრის მონაცემებით, გავაშელი ,,ლილო მოლის” 11%-ს ფლობდა.

შეგახსენებთ, „ლილო მოლი“, ამიერკავკასიის რეგიონში როგორც საცალო, ასევე საბითუმო ვაჭრობის სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე 33 წელია ოპერირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g