ლილოს” და “დინამოს” ბაზრობები დღეს ცხელ წერტილად იქცა, გარდაცვლილი მე-16 პაციენტის ოჯახის წევრები, რომელთაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდათ სწორედ ამ ბაზრობებზე იყვნენ დასაქმებული. ინფიცირებულთა კონტაქტები – პირდაპირი და ირიბი კავშირები მოძიებულია. მათი რაოდენობა 94-ია. ისევ დაუდგენელია ინფიცირების წყარო.
ბაზრობებზე სავარაუდო კონტაქტების მოკვლევა ისევ მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ტერიტორიების დაკეტვა არ იგეგმება, თუმცა კონტროლი გამკაცრდება, აქტიურად ჩატარდება თერმოსკრინინგი და დაწესებულ რეგულაციებს მკაცრად გააკონტროლებენ.
ეპიდსიტუაცია არ მშვიდდება, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებამ დაივიწყა და შეიქმნა ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. ბოლო 10 დღეში გამოჯანმრთელებულთა რიცხვს აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობა. ერთ კვირაში 63 დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში, აქედან 7 -ის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. სპეციალისტები მოქალაქეებს მარტივ წესებს ახსენებენ – სოციალური დისტანცია, ნიღბების ტარება, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის ნორმების დაცვა.