LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინას ლინკევიჩუსი ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტის სწრაფად გამოძიებას ითხოვს

128
V - KVARACXELIAS DAKRDZAVLA

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა, ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა.

„ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. ბოლო შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული. ის, რაც მოხდა კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რა ხდება და ეს მიუღებელია,“ – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში გუშინ დაკრძალეს. კვარაცხელია 12 მარტს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ვერსიით, მან თავი მოიკლა. გარდაცვლილის ახლობლებს არ სჯერათ გავრცელებული ვერსიის, რომ მან თავი მოიკლა.

magti 5g