LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lincoln-მა ლიმიტირებული სედანების გაყიდვა დაიწყო

77
lincoln-news21121

კომპანია Lincoln-მა გადაწყვიტა რომ ლიმიტირებული ტირაჟის მქონე Continental Coach Door Edition-ის დამატებითი მოდელები გაყიდოს. ავტომობილი იმითაა განსაკუთრებული რომ მისი კარებები მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს იღება. 2020 წლის სამოდელო წლის პარტია 150 ეგზემპლარისგან იქნება შედგენილი.

1960-იანი წლების მოდელის დაბრუნების შესახებ Lincoln-მა ჯერ კიდევ გასულ წელს განაცხადა. დეკემბრის თვეში ამერიკელმა მწარმოებელმა მაშინ 80 წლის იუბილის აღსანიშნავად 80 მოდელი გამოუშვა. ტირაჟი უცებ გაიყიდა და წელს ორჯერ უფრო დიდი სერიის შექმნაც სწორედ ამ გამოცდილების დამსახურებაა.

Continental Coach Door-ის ტექნიკური მახასიათებლები ჩვეულებრივი სედანის იდენტური იქნება. კაპოტის ქვეშ მოდელი 406 ცხენის ძალის თვინ-ტურბო V6 ძრავს მიიღებს და მისი მოცულობა 3.0 ლიტრი იქნება.

ავტომობილი ბაზარზე 2020 წლიდან გამოვა და მისი საწყისი ღირებულება 115 470 დოლარია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g