გასული კვირის მთვარი თემა ლინდსეი ლოჰანის სკანდალური პოსტი გახდა სოციალურ ქსელში, სადაც ის მილიონერ რუს მეგობარ მამაკაცს, იგორ ტარაბასოვს ძალადობაში ადანაშაულებდა. ინტერნეტში პოპულარული მსახიობის სახლში გადაღებული კადრებიც გამოჩნდა, სადაც აშკარად ჩანს ძალადობის კვალი. ლოჰანი კატეგორიულად აცხადებდა, რომ შეყვარებულთან დაშორებას აპირებს და რომ ეს უკანასკნელი მის გაგუდვას ცდილობდა.
ამჯერად სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. პირველი ოფიციალური კომენტარი ამ თემაზე მომღერლისა და მსახიობის პრეს-სპიკერმა გააკეთა. მისი მტკიცებით, ლინდსეი ლოჰანი გაგებით ხვდება ტარაბასოვის ნერვულ აშლილობას და მოთმინებით დაელოდება მკურნალობის პროცესს.
ლინდესი ლოჰანის წარმომადგენელი ამბობს, რომ წყვილი ამ პრობლემის დაძლევას ერთად აპირებს. პრეს-სპიკერმა არ დაადასტურა ინფორმაცია ლოჰანის ორსულობაზე, თუმცა უარყოფისგანაც თავი შეიკავა.