იგორ ტარაბასოვი პაპარაცებმა ამჯერად ორი უცნობი გოგონას გარემოცვაში დააფიქსირეს. რუსი მილიარდელი, რომელსაც ლოჰანი ძალადობაში სდებს ბრალს, ფანტასტიკურ განწყობაზე ჩანდა, როცა გოგონების გარემოცვაში ქუჩაში სეირნობდა. მედია ვარაუდობს, რომ ტარაბასოვმა ლოჰანის შემცვლელი უკვე იპოვა.
თავად ორსული ლინდსეი ლოჰანი კი იტალიაში იმყოფება, სადაც ფოტოგრაფებმა ის იახტაზე დააფიქსირეს. დეპრესიაში მყოფი მსახიობი ალკოჰოლის მიღებასა და მოწევას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ მან ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია დაშორების შესახებ.