LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლინდსი ლოჰანი სირიელ დევნილებს შეხვდა (ფოტოები)

113

ლინდსი ლოჰანმა გადაწყვიტა, აქტიურად დაკავდეს ქველმოქმედებით. ამ დღეებში მსახიობი სირიელი დევნილების ბანაკს სტუმრობდა, რომელიც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.

მსახიობმა ადგილობრივებს სხვადასხვა საჩუქრები მიუტანა, ეთამაშა ბავშვებს და მათთან ერთად რამდენიმე სიმღერაც შეასრულა. მოგვიანებით კი „ინსტაგრამზე“ ფოტოები გააზიარა. ლინდსის თქმით, ამ ვიზიტით მან ძლიერი ხალხი გაიცნო, რომლებსაც სიცოცხლის არც ისე მარტივი გზა ხვდათ წილად. „აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და ამ საკითხში თურქეთს გვერდში დაუდგნენ“, – განაცხადა ლოჰანმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები