ლინდსი ლოჰანი 33 წლის გახდა. ამერიკელმა ვარსკვლავმა დაბადების დღე სახლში მარტომ აღნიშნა. მან ,,ინსტაგრამზე” პიკანტური ფოტო გამოაქვეყნა. სურათზე, იუბილარი სრულიად შიშველია აღბეჭდილი, თუმცა სარკის წინ ისე ზის, რომ ინტიმური ადგილები დაფარული აქვს.
ამასთან, ლინდსიმ სოციალურ ქსელში ვიდეოც ატვირთა, რომელშიც Burak Yeter-ისა და Danelle Sandoval-ის 2016 წლის საზაფხულო ჰიტზე – Tuesday მზის ჩასვლისას, თეთრი პერანგითა და საცვლით ცეკვავს.