ამერიკული ალტერნატიული როკ-ჯგუფის, Linkin Park-ის ოფიციალურ საიტზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კოლექტივი ახალ ალბომზე მუშაობს. თუმცა, არანაირი სხვა ცნობა ალბომის შესახებ ჯერ არ გაჟღერებულა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფის ამ დროისთვის ბოლო, რიგით მეექვსე ალბომი „The Hunting Party“ გაყიდვაში 2014 წლის ივნისში გამოვიდა. მაშინ დისკი Billboard 200-ის მესამე პოზიციამდე ავიდა.