LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიონელ მესი, ბედ ბანი, ტიმოთი შალამე – Adidas-ის ახალი კამპანია ვარსკვლავური შემადგენლობით

117
photo-collage.png (2)

Adidas-მა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ახალი მასშტაბური კამპანია, Backyard Legends წარადგინა, რომელიც ფეხბურთის ისტორიულ ლეგენდებსა და თანამედროვე ვარსკვლავებს აერთიანებს.

ხუთწუთიანი კინემატოგრაფიული რგოლი ქუჩის ფეხბურთის კულტურასა და ნოსტალგიას ეძღვნება.

კამპანიის მთავარი გმირი და მთხრობელი ამერიკელი მსახიობი, ტიმოთი შალამეა, რომელიც ცდილობს შეკრიბოს გუნდი დაუმარცხებელი ადგილობრივი ლეგენდების წინააღმდეგ.

კამპანიის ვარსკვლავურ შემადგენლობაში არიან: ლიონელ მესი, ჯუდ ბელინგემი, ლამინ იამალი, ტრინიტი როდმანი, ბედ ბანი და სხვები.

კლიპში ასევე ჩნდებიან 2002 წლის ვერსიის ზინედინ ზიდანი, დევიდ ბექჰემი და ალესანდრო დელ პიერო.

კამპანია Adidas-ის ოფიციალურ YouTube არხზეა ხელმისაწვდომი და მისი ბიუჯეტი, გავრცელებული ინფორმაციით, 95 მილიონ დოლარამდეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები