LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტიმოთი შალამეს ემოციები და ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელები მოიცვა – საზოგადოება კაილი ჯენერის რეაქციას განიხილავს

313
page

მედიაში ტიმოთი შალამეს ახალი ვიდეო გავრცელდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი ნიუ-იორკის „ნიქსის“ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ემოციებს ვერ მალავდა და ზეიმის დროს საკუთარი საქციელით საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა.

30 წლის მსახიობი მედისონ სკვერ გარდენიდან გამოსვლისას გულშემატკივრებთან ერთად ქუჩაში გაიქცა, ცეკვავდა და საბოლოოდ მაისურიც კი გაიხადა. ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა მისი შეყვარებული, კაილი ჯენერი, რომელიც მომხდარს ტელეფონით იღებდა და სიტუაციას ღიმილით აკვირდებოდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა კადრებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგიერთი მომხმარებელი ფიქრობდა, რომ შალამეს ზედმეტად ემოციურმა ქცევამ ჯენერი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა.

„იდეალური წყვილი“ – კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს სიყვარულით სავსე დღე

კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს განცხრომა კუნძულზე, სადაც მხოლოდ ისინი არიან

„როცა ადამიანები ბრაზდებიან, ეს შეიძლება გაცილებით მეტი დაგიჯდეს, ვიდრე გულშემატკივრების 14 პროცენტი, ასე რომ, ფრთხილად იყავი, ბიჭო!“ – ჰოლივუდი ტიმოთი შალამეს წინააღმდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები