LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასობრივ ბულინგი და დისკრიმინაცია – კაილი ჯენერს სახლის დამხმარე სასამართლოში უჩივის

850
page

კაილი ჯენერს ყოფილი დამხმარე სასამართლოში უჩივის. რეალითი შოუს ვარსკვლავის მიმართ შეტანილ სარჩელში საუბარია რასობრივ ბულინგსა და დისკრიმინაციაზე.

კაილი ჯენერის ყოფილი თანამშრომელი ირწმუნება, რომ არაერთხელ გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. სარჩელის მიხედვით, ქალი ამტკიცებს, რომ მას სისტემატურად აყენებდნენ შეურაცხყოფას რასობრივი ნიშნით, ავიწროებდნენ და უსამართლოდ ექცეოდნენ.

სარჩელში აღნიშნულია, რომ დამხმარეს, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჯენერის ოჯახში მუშაობდა, ხშირად უწევდა დამამცირებელი კომენტარების მოსმენა და განსხვავებული წესებით მუშაობა სხვა თანამშრომლებთან შედარებით. მისი თქმით, სამუშაო პირობები ხშირად უსამართლო და სტრესული იყო, რაც საბოლოოდ მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც აისახა.

ამ ეტაპზე კაილი ჯენერის მხრიდან ოფიციალური პასუხი ან კომენტარი სარჩელთან დაკავშირებით საჯაროდ არ გავრცელებულა.

კაილი ჯენერს კიდევ სურს შვილები – რეალითი შოუს ვარსკვლავი Vanity Fair-ის გარეკანზე

კაილი ჯენერისა და ტიმოთი შალამეს განცხრომა კუნძულზე, სადაც მხოლოდ ისინი არიან

„როგორ ფიქრობ, ოდესმე დაქორწინდები?“ – უხერხული შეკითხვა და ტიმოთი შალმეს პასუხი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები