LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლიონის საჯარო მოხელეები ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავლენ

134
thumb_1024x663_lyon-4-day-11zon

სექტემბრის თვიდან საფრანგეთში, კერძოდ კი ლიონში დასაქმებული 5 ათასამდე საჯარო მოხელე ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავა. ინფორმაციას ამის შესახებ the Mayor ავრცელებს.

მიუხედავად დღეების შემცირებისა, სამუშაო კვირა ამ ადამიანებისთვის ისევ 35 საათიანი იქნება. ამასთან, ამ დროის გადანაწილებას ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ: მაგალითად, დასაქმებულს „ოთხდღიანი“ და „ხუთდღიანი“ კვირების რიგითობის დაწყობა თავისი შეხედულების მიხედვით შეეძლება. ხელფასი თუ სხვა ბონუსები გარანტირებულად შენარჩუნდება.

ამასობაში, ბელგიაში გამოკითხვა ჩაატარეს და უმრავლესობამ განაცხადა რომ ოთხ დღიან სამუშაო კვირაზე გადასვლას არ ისურვებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები