LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისა სცენაზე ქართველი დიზაინერის ლუქით გამოჩნდა

179
photo-collage.png (50)

5 ივლისს, სამხრეთ კორეიდან Blackpink-ის მსოფლიო ტურნე – Deadline დაიწყო, რომელიც სრული ანშლაგით მიმდინარეობს. Deadline World Tour-ის ფარგლებში ჯგუფი აზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით კონცერტებს, მომავალი წლის 25 იანვრამდე გამართავს.

აღსანიშნავია, რომ ბენდის წევრები – ლისაროუზიჯენი და ჯისუ Blackpink-ის სახელის ქვეშ ორ წლიანი პაუზის შემდეგ გაერთიანდნენ და კოლექტიურად ახალი სინგლიც – Jump გამოუშვეს.

ხუთ მოქმედებიანი შოუს გამორჩეულ და შთამბეჭდავ მომენტად ის ნაწილი ითვლება, როცა არტისტები პუბლიკის წინაშე ინდივიდუალურადაც გამოდიან და სოლო შემოქმედების ჰიტებს ასრულებენ.

ახლახან, ერთ-ერთი ასეთი პერფორმანსისას, ლისა სცენაზე წარმოშობით ქართველი დიზაინერის – დავით კომახიძის იგივე დევიდ კომას ლუქით წარდგა. სამოსი, რომელიც მომღერალმა სანახაობისთვის მოირგო ამ უკანასკნელის 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა, რომლის ფასი ამჟამად ფასდაკლებით – 5,224 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები