Max-ზე სერიალის – The White Lotus ახალი ნაწილის პრემიერა შედგა. სატელევიზიო შოუს მესამე სეზონში ლისას სამსახიობო დებიუტი ვიხილეთ.
აღსანიშნავია, რომ სერიალის ახალი ეპიზოდები, არტისტის მშობლიურ ქვეყანაში, ტაილანდში გადაიღეს. წინა სეზონები, ჰავაიზე და სიცილიაშია გადაღებული.
სატელევიზიო შოუში ლისა ,,თეთრი ლოტუსის” სტუმრების მენტორია ჯანმრთელობის საკითხებში.
სერიალის – The White Lotus მესამე სეზონი 8 ეპიზოდიანია და ის ყოველკვირეულად გამოვა. ოფიციალური ინფორმაციით, სატელევიზიო შოუ მეოთხე სეზონითაც განახლდება.
ცნობისთვის, ,,თეთრი ლოტუსი” სოციალური სატირაა, რომელშიც მოვლენები ექსკლუზიურ კურორტზე ვითარდება და სასტუმროს სხვადასხვა სტუმრის, ოჯახის და თავგადასავლების მაძიებლების ერთ კვირიანი დასვენების შესახებ მოგვითხრობს.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-16_17-07-46_792632.jpg)