ლისაბონმა ევროპის ინოვაციების დედაქალაქის ტიტული მოიპოვა. The Mayor-ის ინფორმაციით, ამ პრიზით ყოველწლიურად იმ ქალაქებს აჯილდოებენ, ვინც თავის საქმიანობაში ინოვაციებს იყენებს.
პორტუგალიის დედაქალაქმა ჯილდო მასშტაბური ინიციატივის Unicorn Factory-ის დამსახურებით მოიპოვა. მთლიანობაში 2 წლის განმავლობაში ქალაქში 23 ქვეყნიდან 54 ტექნოლოგიური ცენტრის მოზიდვა და 10 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა მოხერხდა. ეს ყველაფერი ლისაბონს დაეხმარა, რომ პროგრესისთვის მიეღწია ისეთ სფეროებში როგორიცაა – ციფრული ჯანდაცვა, ტექნოლოგიები WEv 3 და ხელოვნური ინტელექტი.
სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით დასახლება ადვილად აგვარებს ისეთ პრობლემებს როგორიცაა, საცხოვრებლის მშენებლობა, ჯანდაცვა თუ გარემოს დაცვა.
ლისაბონი შემდგომი განვითარებისთვის პრიზს, 1 მილიონ ევროს მიიღებს.