LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონის აეროპორტმა ღამის რეისები გააუქმა, არადა ტურისტთა ნაკადი სულ უფრო და უფრო იმატებს

111
Screenshot 2024-11-26 173720

-ლისაბონის აეროპორტმა ღამის რეისები გააუქმა. ღამის 1:00 საათიდან 5:00 საათამდე თვითმფრინავები იქ არც აფრინდებიან და არც დაფრინდებიან, წერს Euronews-ი.

მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება ადგილობრივთა, საქალაქო საბჭოს და ეკო-აქტივისტთა ხანგრძლივი პროტესტის შემდეგ მიიღო. ღამის რეისები ლისაბონში მუდმივი პრობლემა იყო, რადგან მოქალაქეთა ძილს აფრთხობდა.

ამ ზაფხულს პორტუგალიის არასამთავრობო ორგანიზაცია Zero-მ ღამის რეისების აკრძალვა მოითხოვა და მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ თვითმფრინავები ხმაურის და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

მთავრობამაც გადაწყვიტა, ლისაბონის აეროპორტში რეისების რაოდენობა შეეზღუდა.
ეს გადაწყვეტილება პორტუგალიაში ტურისტული ნაკადის ყოველდღიური ზრდის ფონზე მიიღეს. სტატისტიკის ნაციონალური ინსტიტუტის ინფორმაციით, იანვრიდან აგვისტოს თვემდე პერიოდში ქვეყანას 13 მილიონი ტურისტი ესტუმრა, ეს მაშინ როცა ადგილობრივთა რაოდენობა მხოლოდ 10,5 მილიონია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები