LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონის საზოგადოებრივი ტრანსპორტი ეკოლოგიურ საწვავზე გადავიდა

105
bus-news34345

ლისაბონში ავტობუსები საწვავის ნაცვლად საკვებ ზეთს იყენებენ. პორტუგალიაში სტარტი აიღო პროექტმა Powered by Biodiesel , რომლის მიზანიც ბენზინსა და დიზელზე უარის თქმა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ეკოლოგიურ საწვავზე გადაყვანაა.

ლისაბონის ერთ–ერთ მარშრუტს უკვე ემსახურება ისეთი ტრანსპორტი, რომელიც გადამუშავებულ საკვებ ზეთზე მუშაობს. ზეთს მთელი ქვეყნის მასშტაბით აგროვებენ და ქარხანაში ბიოდეზელ B100–ად აქცევენ. მომავლის საწვავის მთავარი მომწოდებლები რესტორნები და საკვები ობიექტები არიან, თუმცა ზეთის ჩაბარება კერძო პირებსაც შეუძლიათ.

ექსპერტთა შფასებით, ასეთი საწვავი 83%–ით უფრო ნაკლებ მავნე ნივთიერებებს გამოყოფს. საკვები ზეთის ამგვარი გამოყენება ბუნებრივია, გარემოს დაბინძურებასაც შეამცირებს.

შეგახსენებთ, რომ ლისაბონი 2020 წელს ევროპის მწვანე დედაქალაქის წოდებას ატარებს, ამიტომ ბევრი ეკოლოგიური პროექტის განხორციელება იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g