LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისაბონს, ლინდაუს და მანჩესტერს ყველაზე განვითარებული სატრანსპორტო სისტემები აქვთ

82
auto

ლისაბონმა, ლინდაუმ და მანჩესტერმა ევროკავშირის სპეციალური ჯილდო მიიღეს. Mobility Week Award არის ყველაზე პრესტიჟული პრემია, რომელიც ქალაქებს გამძლე და განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გადაეცემათ.

ლისაბონი საუკეთესო დიდ ევროპულ ქალაქებს შორის გახდა და ჟიურიმ ის ველოტრანსპორტის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის გამოარჩია. მხოლოდ 2018 წელს ლისაბონს 800 ახალი ველოტრასა და 31 გაქირავების პუნქტი დაემატა.

რაც შეეხება ლინდაუს, მან პირველი ადგილი პატარა დასახლებებს შორის მოიპოვა და ქალაქის მთავარი დამსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა.

და ბოლოს, მანჩესტერს საუკეთესოს წოდება საქალაქო ინფრასტრუქტურის სწორად დაგეგმვისთვის მიენიჭა. ქალაქის ხელისუფლებამ ტრანსპორტირების ქსელი ყველა რაიონში გაავრცელა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ევროპულ ქალაქებს შორის ვენა (ავსტრია), იგუმენიცა (საბერძნეთი) და ტურდა (რუმინეთი) გამოარჩიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g