პორტუგალიის დედაქალაქში აპირებენ, რომ წყნარი ზონების რაოდენობა გაზარდონ – ამჟამინდელი 12 ლოკაცია 26 გახადონ. ასეთ ადგილებში ლისაბონის მაცხოვრებლებს და სტუმრებს შეუძლიათ ქალაქის ხმაურისგან დაისვენონ, წიგნი წაიკითხონ ან უბრალოდ დატკბნენ სიწყნარით. სიახლის შესახებ portugal pulse წერს.
წყნარი ზონები – ეს არის სპეციალურად გამოყოფილი ტერიტორია, სადაც ხმაურის დონე დღის განმავლობაში 55 დეციბელს, ხოლო ღამით – 45 დეციბელს არ უნდა აჭარბებდეს – ეს მშვიდი საუბარი ან ფოთლების შრიალის ხმა შეიძლება იყოს. ასეთ ზონებში აკრძალულია ხმაურიანი ღონისძიებები, შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო მშენებლობის დროს სპეციალური ხმაურის ჩამხშობი მასალა გამოიყენება.
ამჟამად ლისაბონში ხმაურის მთავარი წყარო ავტო ტრანსპორტია: 74 ათასზე მეტი ადგილობრივი (მოსახლეობის 13,6%) ხმაურის გამო იტანჯება. განსაკუთრებით რთულია სიტუაცია იმ რაიონებში, სადაც მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძებია განთავსებული, ასეთ ადგილებში ხმაურის დონე 65-70 დეციბელს აღწევს.