პოლონელი მამლები, ცხვრები და სოფლის მეურნეობაში მცხოვრები სხვა ცხოველები კანონიერად შეძლებენ ხმაურს და ისეთი არომატების გაშვებას როგორიც მათ მოესურვებათ. ინიციატივის ავტორი პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატა გახდა, წერს gazeta prawna.
დეპუტატთა თქმით, ბოლო პერიოდში ფერმერებს ხშირად უჩივიან ხმაურის თუ ფერმიდან მომავალი სუნის გამო.
კანონპროექტის მიხედვით, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ხმაური თუ სუნი მეზობლების უფლებების დარღვევად აღარ ჩაითვლება, თუკი ფერმა ყველა წესის დაცვით მუშაობს. დეპუტატები იმედოვნებენ, რომ სიახლე მეზობლებს შორის კონფლიქტურ სიტუაციებს შეამცირებს და ხალხს ფერმერობის მეტ მოტივაციასაც მისცემს.
საინტერესოა, რომ მსგავსი კანონი უკვე მოქმედებს სხვა ქვეყნებში, მაგალითად საფრანგეთსა და აშშ-ში.