LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისი დეველოპმენტი: ხეები წინა წლებში, ხანძრის შედეგად დაიწვა

105

ლისის ტბასთან წიწვოვანი ხეების დაწვის შესახებ გადაღებულ ვიდეოს კომპანია “ლისი დეველოპმენტი” ეხმაურება.

მათი განცხადებით, კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა რომ არსებული ვითარება წინა წლებში მომხდარმა მინდვრის ხანძარმა გამოიწვია. “ლისი დეველოპმენტი” შსს–ს მიმართავს, რათა დაადგინოს ხომ არ განმეორებულა “ვანდალური ფაქტი.”

კომპანია აღნიშნავს, რომ ისინი ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას მაქსიმალურად ხელს უწყობენ და ამ მიზნით, ყოველწლიურად ათასობით ხეს რგავენ.

“კომპანია “ლისი დეველოპმენტისთვის” ცნობილი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელშიც ასახულია ლისის ტბის ტერიტორიაზე გადამწვარი ხეების რიგი. კომპანიამ არსებულ ვანდალურ ფაქტთან დაკავშრებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რის შედეგადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. კომპანიამ შეისწავლა მდგომარეობა და დადგინდა, რომ არსებული ვითარება გამოწვეულია წინა წლებში მომხდარი მინდვრის ხანძრის შედეგად.
ამ ეტაპზე კომპანია ხელახლა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა დაადგინოს მას შემდეგ ხელახლა განმეორდა თუ არა ვანდალური ფაქტი. კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს ათასობით ხის ჩარგვას და მაქსიმალურად ხელს უწყობს ლისის ტბის ტერიტორიის გამწვანებას”, – აღნიშნულია ლისი დეველოპმენტის განცხადებაში.

ვიდეო ხეების განადგურების შესახებ, სოციალურ ქსელში პარტია „ახალი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა. ხაბეიშვილი ვიდეოში აღნიშნავს, რომ ადგილზე ხანძარი არ გაჩენილა, რადგან მხოლოდ ნაძვების ძირებია დამწვარი, ხეებს შორის ტერიტორიაზე კი ცეცხლის კვალი არ ჩანს.

ფაქტის ამსახველი ვიდეო დღეს სოციალურ ქსელში “მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს” ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც გაავრცელა.

magti 5g