კომპანია „ლისი თაუერსი“ თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. პროექტის სახელწოდებაა „ლისი ტრიო“, რომელსაც საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისთვის უნიკალურს უკვე უწოდებენ.
მარიამ ხუციშვილი, „ლისი თაუერსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
– „ლისი ტრიოს“ განსხვავებულობას მისი უნიკალური მდებარეობა, დედაქალაქის ცენტრთან სიახლოვე და ამავე დროს გამწვანებული, ეკოლოგიურად სუფთა გარემო განაპირობებს. ეს ის პროექტია, რომელიც ქართულ სამშენებლო ინდუსტრიაში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის.
„ლისი ტრიო“ მომხმარებელს შესთავაზებს მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოს, სადაც ერთ სივრცეში ბევრი სერვისი იქნება ხელმისაწვდომი. ეს პროექტი ურბანული ცხოვრებისა და რეკრეაციული ზონის ერთგვარი სინთეზირების საშუალებას გვაძლევს.
პროექტის ფარგლებში 15 სართულიანი სამი ბლოკი აშენდება. კომპლექსის მიწისქვეშა ორი სართული ორასზე მეტ საპარკინგე ადგილს დაიტევს, მიწისზედა ორი სართული კომერციულ ფართებს დაეთმობა, სადაც სავაჭრო ობიექტები, კვებისა და გასართობი ზონები განთავსდება, მომდევნო სამი სართული კი საოფისე ფართებისთვის იქნება განკუთვნილი. რაც შეეხება საცხოვრებელ ზონას, მას მეხუთედან მე-15 სართულამდე სივრცე დაეთმობა.
ჯანსაღი ცხოვრების ხელშესაწყობად კომპლექსში გათვალისწინებული გვაქვს ღია აუზი, სამი სახეობის სპა (ზღვის, მარილის და ფინური), სავარჯიშო დარბაზი, გარე პერიმეტრზე კი ველობილიკი და რეკრეაციული ზონა. ბავშვებისთვის მოეწყობა ღია და დახურული სათამაშო სივრცეები, ტერიტორიაზე იფუნქციონირებს კერძო საბავშვო ბაღიც. ასევე, მოვაწყობთ მყუდრო და კომფორტულ საერთო სამუშაო სივრცეს ფრილანსერებისთვის.
რაც შეეხება რეკრეაციულ სივრცეს, 3000 კვ. მ-ის ფართობზე სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეები იქნება დარგული და გარდა იმისა, რომ ისედაც ეკომეგობრულ გარემოში ვაშენებთ, რეკრეაციულ სივრცეს კიდევ უფრო მეტად გავაფართოებთ.
– პროექტის მიხედვით რა ფართის ბინები იქნება ხელმისაწვდომი და როგორც სამშენებლო პროცესის, ისე საცხოვრებელი სივრცის უსაფრთხოებაზეც რომ ვისაუბროთ.
– ვცდილობთ სხვადასხვა ტიპის და მოთხოვნილების მომხმარებელი დავაკმაყოფილოთ, ამიტომ გავითვალისწინეთ როგორც მცირე ფართები, ისე დიდ ოჯახზე გათვლილი ბინები. გვექნება გარანტირებული პანორამული ხედები ქალაქზე, რაც იმას ნიშნავს, რომ კორპუსს წინ არაფერი აუშენდება, რაც დღეს ასეთი ფუფუნება გახდა.
ცხადია, საცხოვრებელი ზონის უსაფრთხოება პრიორიტეტული იყო. მასზე ფიქრი ადგილის შერჩევიდანვე დავიწყეთ. იმისთვის, რომ თავიდან აგვეცილებინა მეწყერსაშიშ, სეისმურად აქტიურ ადგილზე მშენებლობა, ნაკვეთი ქალაქის წამყვან გეოლოგიურ ჯგუფს შევასწავლებინეთ და ნაკვეთის დამუშავება მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყეთ. ნაკვეთის კონფიგურაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინსოლაციის საკითხი გავითვალისწინოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ბინაში მზის სხივი თანაბრად შეაღწევს. გარდა ამისა, თანამშრომლობა დავიწყეთ ცნობილ და საიმედო კომპანიებთან, რომლებიც მშენებლობის ყველა ეტაპზე საუკეთესო ხარისხის სამშენებლო მასალებს მოგვაწვდიან. კონსტრუქციული და მოსაპირკეთებელი მასალები პრემიუმ ხარისხისაა, რაც ნიშნავს, რომ პერიმეტრის კედლები იზობლოკით შეივსება, მოპირკეთდება კომპოზიციური პანელებით, დამონტაჟდება იზოალუმინის კარ-ფანჯრები, აივნების მოაჯირები კი ნაწრთობი მასალით შეიმინება.
რაც შეეხება, ტერიტორიაზე უცხო პირთა გადაადგილების მინიმუმამდე დაყვანას, გადავწყვიტეთ, სასტუმრო ტიპის ლობი შეგვექმნა, სადაც 24 საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვა და დაცვის უახლესი სისტემები იქნება.
– როგორი სახით ჩაბარდება ბინები და როდისთვის გეგმავთ მშენებლობის დასრულებას?
– სამივე ბლოკის მშენებლობა ერთდროულად დასრულდება და ბინებს თეთრი კარკასის მდგომარეობით მომხმარებლებს 2027 წლის გაზაფხულზე ჩავაბარებთ. ამჟამად მიწის სამუშაოებს ვაწარმოებთ და განსაკუთრებულად მიმზიდველი პირობებით პირველი ეტაპის გაყიდვებიც დავიწყეთ.
– კომპანიის სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევით.
– გეგმები ძალიან დიდი გვაქვს, რის საშუალებასაც ჩვენი გუნდის გამოცდილება იძლევა. ჩვენი კომპანია მომხმარებელს საინტერესო და დიდ პროექტებს ჯერ კიდევ 2017 წლიდან სთავაზობს. გუნდის ანგარიშზეა მრავლასართულიანი საცხოვრებელი კომპლექსები როგორც ქალაქის ცენტრში, ისე გარეუბნებში. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესებს სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ერთდროულად ვაწარმოებთ, ვგულისხმობ ნუცუბიძის მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც, ფაქტობრივად, უკვე დასრულდა და გაიყიდა კიდეც, მოსკოვის გამზირზე „თბილისი ისტის“ პროექტს და „ლისი ტრიოს“. გარდა ამისა, ვაპირებთ ურბანულ განვითარებას როგორც დედაქალაქში, ასევე რაიონებში, უკვე მიმდინარეობს პროექტის დამუშავება ორ ლოკაციაზე ქალაქგარეთ. წინ შრომატევადი სამუშაო გველის, მაგრამ შემართებით და ოპტიმისტურად განწყობილები ვართ.