ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ქვეყნის მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგი დაიწყეს.
სპეციალისტებმა წყლის სინჯები ამ ეტაპზე ლისის ტბაზე აიღეს და და წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს (ტემპერატურა, PH, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა).
წყლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის ლაბორატორიული შედეგები გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება.
მონიტორინგი თბილისში ლისის ტბასთან ერთად, სექტემბრის ჩათვლით, იგეგმება თბილისის ზღვასა და კუს ტბაზეც.
საქართველოს მასშტაბით სპეციალისტები 170-მდე წერტილს აკონტროლებენ.