LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლისისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება

419
Capture

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობა იწყება – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, სამუშაოები 7 თვეს გაგრძელდება. პირველ ეტაპზე განხორციელდება პროექტირება და დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში დაიწყება გზის მოწყობის სამუშაოები.

„ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ  პროექტს – მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. იცით, რომ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს. ეს გზა საკმაოდ დატვირთულია და გვინდა, რომ ლისიდან ჩამოსასვლელი კიდევ ერთი ახალი პროექტი განვახორციელოთ, რომელიც „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიას დაუკავშირდება. ამ პროექტს უახლოეს დღეებში ვიწყებთ. პირველ ეტაპზე, ორი კვირის განმავლობაში, პროექტირება განხორციელდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. მისი ღირებულება, დაახლოებით, 15 მილიონი ლარია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის მიხედვით ახალი გზის კონტური სუპერმარკეტ „აგრო ჰაბისა“ და ყოფილ „მათე მოტორსს“ შორის გაივლის და დააკავშირებს მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის გამზირებს.

პროექტის მიხედვით მოეწყობა ოთხზოლიანი ბეტონის საავტომობილო გზა, ასევე საყრდენი კედლები და წყალამრიდები. პროექტის მიხედვით დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქსელი.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g